ავეჯის ქიმწმენდა თბილისში: საუკეთესო სერვისები თქვენი სახლისთვის
სექტემბერი 18, 2024ანტი ალერგიული ხსნარები და ორთქლის აპარატით ავეჯის ქიმწმენდა თბილისში
როდის არის საჭირო ავეჯის ანტი ალერგიული ხსნარებით და ორთქლის აპარატით დამუშავება?
ანტი ალერგიული ხსნარებით და ორთქლის აპარატით, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა დროს არის საჭირო ორთქლის აპარატით ავეჯის დამუშავება, მაგალითად; ღრმად ჩამჯდარი ლაქები, უსიამოვნო სუნი, მტვერი, ადამიანის კანისთვის სახიფათო ბაქტერიები. ეს ყველაფერი ძალიან მცირეა იმ ჩამონათვალისგან რის საფუძველზეც შეიძლება ავეჯის ქიმწმენდა და ორთქლის პროფესიონალური აპარატებით დამუშავება გახდეს საჭირო.
ყველაზე გავრცელებული პრობლემა?
უმეტესად ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ვაწყდებით არის ღრმად ჩამჯდარი ლაქები და უსიამოვნო სუნი. ღრმად ჩამჯდარ ლაქებში მოიაზრება; მტვერი, საკვები, კალამი, ცხიმი, ფლომასტერი და ა.შ, ეს ყველაფერი არის საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ავეჯი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მნიშვნელოვანია მისი ჰიგიენურად სუფთად შენახვა, რადგან თავიდან ავირიდოთ გადამდები ბაქტერიები.
უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზები?
მეტწილად ეს გამოწვეულია ავეჯის ლაქებისგან, თუ თქვენ გყავთ შინაური ცხოველები ან სხვა სახით დალაქავდა თქვენი ავეჯი, დროთა განმავლობაში ბაქტერიები გამოყოფს უსიამოვნო სუნს, რაც საკმაოდ შემაწუხებელია და საჭიროებს დამუშავებას.
რა პროცედურებს გადის ავეჯი დამუშავებისას?
პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვმუშაობთ ანტი ალერგიული ხსნარებით რომელიც უსაფრთხოა როგორც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, ასევე ჩვენი შინაური ცხოველებისთვის/ფრინველებისთვის, თბილ წყალში ანტი ალერგიული ხსნარის შერევის შემდეგ საჭიროა გადავიტანოთ ქიმწმენდის აპარატში რომელიც არის კერხერის ბრენდის პროფესიონალური აპარატი, შემდეგ ხდება ავეჯის “დანამვა” წყალში გახსნილი ხსნარით რის შემდეგაც დროა ორთქლის აპარატით დამუშავდეს, რომელიც ასევე კერხერის ბრენდის ფირმის პროფესიონალური აპარატია, ორთქლით დამუშავების შემდეგ, ქიმწმენდის აპარატში ვცვლით ხსნარ ნარევ წყალს და ვავსებთ მხოლოდ სუფთა თბილი წყლით, ეს უკვე ბოლო ეტაპია როდესაც ავეჯი იწმინდება მხოლოდ წყლით. ეს პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს 1,2 ან მეტი საათი, დამოკიდებულია ავეჯის სიდიდეზე, ბოლო ეტაპია ავეჯის გაშრობა, რაც საშუალოდ 6-9 საათი არის საჭირო.
განსაკუთრებით ბოლო წლებში, საკმაოდ გაიზარდა ავეჯის ქიმწმენდის მოთხოვნა, რის შედეგადაც იმატა ავეჯის ქიმწმენდის კომპანიებმა. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე უპირატესობას ვანიჭებთ ავეჯის ანტი ალერგიული ხსნარით დამუშავებას, ასევე ორთქლის აპარატით მუშავდება ავეჯი რადგან თვალით უხილავი ბაქტერიები მაქსიმალურად გაქრეს, ჩვენი კომპანიის პრივილეგიად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი სერვისის ხარისხი და ჩვენი მომხმარებლების დადებითი შეფასებები.