ხშირად დასმული კითხვები

1რისი გაწმენდაა შესაძლებელი ქიმწმენდის აპარატით ?
აპარატის მეშვეობით შეგვიძლია გავწმინდოთ როგორც დივნები, ლეიბები, სკამები, ასევე პუფები და ნებისმიერი სხვა რბილი ტექსტილის ავეჯი
2ღირებულება ბინაზე მოსვლის საფასურსაც ითვალისწინებს ?
დიახ, ჩვენი გუნდი თქვენთვის სასურველ დროს ბინაზე მოსვლით მოგემსახურებათ
3რამდენ ხანს გრძელდება ქიმწმენდა ?
ქიმწმენდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გასაწმენდი ავეჯის როგორც ზომაზე ასევე მისი დაბინძურების ხარისხზე. თუმცა დროის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი 30 წუთიდან 2 საათამდე მერყეობს, (სკამების ქიმწმენდას რაღა თქმა უნდა უფრო ხანმოკლე პერიოდი სჭირდება)
4რამდენად შემაწუხებელი ხმაურია ქიმწმენდის დროს ?
უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, ქიმწმენდის აპარატის ხმა მცირედით აღემატება მტვერსასრუტის ხმას
5შემიძლია თუ არა დარჩენა ოთახში ქიმწმენდის დროს ?
ქიმწმენდის პროცესი სრულიად უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის ასევე შინაური ცხოველებისთვის. თუმცა ქიმწმენდის პროცესში უშუალოდ თქვენი იქ ყოფნა თქვენივე სურვილზეა დამოკიდებული
6ქიმწმენდის პროცესში გამოყენებულ ხსნარ აქვს თუ არა ქიმიური საშუალებისთვის დამახასიათებელი მძიმე სუნი ?
ხსნარის სურნელი სასიამოვნოა და არაა შემაწუხებელი
7საშიშია თუ არა გამოყენებული ხსნარი ?
ხსნარი რომლითაც ვახდენთ ავეჯის ქიმწმენდას არ არის ალერგენული და უსაფრთხო, როგორც ბავშვებისთვის ასევე ცხოველებისთვისაც
8ქიმწმენდის შემდგომ რამდენ ხანს გაშრება ავეჯი ?
დაახლოებით 4-5 საათი მაინცაა საჭირო, თუმცა რაღა თქმა უნდა გაშრობის დრო დამოკიდებულია ავეჯის ზომაზე, ოთახის ტემპერატურაზე და ჰაერის ნაკადზე. (განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ეს დრო უფრო ხანმოკლეა🤍)
9იცველბა ქსოვილის ფერი ქიმწმენდის შემდეგ ?
რა თქმა უნდა იცვლება! ის გაცილებით ნათელი გახდება მტვრისა და ჭუჭყის მოცილების ხარჯზე
10შაბათ - კვირას მუშაობთ ?
დიახ, კვირაში 7 დღე,თქვენთვის სასურველ დროს, წინასწარი ჯავშნებით
11და მაინც რა უპირატესობა აქვს ქიმწმენდას სახლში ?
დაზოგავთ დროს და ფულს და რაც მთავარია მიიღებთ გარანტირებულ შედეგს. არაფრის ტრანსპორტირება არ გჭირდებათ, ჩვენი გუნდი ბინაზე მოსვლით მოგემსახურებათ

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები, ავეჯის ქიმწმენდასთან და ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენს ვებსაიტზე Globalshine.ge